ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იმედი|imedinews.ge

ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პორტუგალიის ქალაქი პორტიმაო ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

„სპორტსმენმა ნინო ქორიძემ ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში 53.050 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია