
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
იმედი|imedinews.ge
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა. სპორტსმენმა ნინო ქორიძემ ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში 53,050 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge