
მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს⚽
იმედი|imedinews.ge
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ბურთი მამარდაშვილის კარში სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge