მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანია საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზის სრულფასოვანი განახლება და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან გათანაბრება.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას.

ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია განათების თანამედროვე სისტემის მოწყობა, საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და თანამედროვე სპორტული გარემოს შექმნას.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლუბის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ფოლკლენდის კუნძულებზე: სუვერენიტეტი ჩვენ გვეკუთვნის

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ფოლკლენდის კუნძულებზე: სუვერენიტეტი ჩვენ გვეკუთვნის

იმედი

„ტვ პირველი“ მანიპულირებს, რომ 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2333 პირს მიენიჭა, რომელთა 60% რუსეთის მოქალაქეა - არაფერს ამბობს იმაზე, რომ განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შეუწყდათ მოქალაქეობა

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

იმედი

მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

იმედი