
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა
იმედი|imedinews.ge
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც ილია მეორეა მოტავსებული, პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა. კლინიკაში მივიდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
ადგილზე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. ასევე კლინიკაში მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე.
კლინიკასთან ელოდებიან, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო რამდენიმე წუთში განცხადებას გააკეთებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge