
მაკა ბოჭორიშვილი: მისი უწმინდესობა, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო
იმედი|imedinews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო.
„დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის მწუხარების ნიშნად. მისი უწმინდესობა, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო“, - წერს ბოჭორიშვილი.
Today, the entire Georgia 🇬🇪 bows its head in grief. His #Holiness Ilia II was not only a #Patriarch, but a spiritual pillar and the #conscience of our nation — a guiding light for generations, a guardian of #faith, and a symbol of #resilience. pic.twitter.com/8SyYvk3nwI — Maka Botchorishvili (@MakaB__) March 18, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge