
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრაჩა სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო
იმედი|imedinews.ge
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა გულწრფელ სამძიმარს გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გარდაცვალებას გლოვობს“, - წერს გრაჩა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge