მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

ოფიციალურ მიმართვაში ისრაელის მხარე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ყურადღებას ამახვილებს ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობასა და ებრაელ ხალხთან მის მეგობრულ დამოკიდებულებაზე. ოფიციალურ წერილში ილია II მოხსენიებულია, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი და ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლის მქონე ფიგურა.

„ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სამინისტროს სახელით მსურს სამძიმარი გამოგიცხადოთ თქვენ, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა იყო გამორჩეული სულიერი ლიდერი, ერთიანობის, თანაგრძნობისა და იმედის სიმბოლო თავისი ერისთვის. მრავალი ათწლეულის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა საკუთარ მრევლს სიბრძნით, ღირსებით, სიმამაცით და წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში.

იგი იყო ებრაელი ხალხის ნამდვილი მეგობარი და მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენი ორი ერის ისტორიული ურთიერთობების განმტკიცებაში. ამ მძიმე ეროვნული გლოვის დროს, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და გვჯერა, რომ მისი გამორჩეული სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს შთაგონებასა და ნუგეშის მოტანას ქართველი ხალხისთვის“, - აღნიშნულია მირი რეგევის მიერ მარიამ ქვრივიშვილისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

იმედი

ვატო შაქარიშვილი: მცირედმორწმუნეები ხილულ სასწაულს ვეძებთ ამ ქვეყანაზე და ნამდვილი სასწაულია ის, რაც სამების ტაძარში და საქართველოში ხდება ამ დღეების განმავლობაში

ვატო შაქარიშვილი: მცირედმორწმუნეები ხილულ სასწაულს ვეძებთ ამ ქვეყანაზე და ნამდვილი სასწაულია ის, რაც სამების ტაძარში და საქართველოში ხდება ამ დღეების განმავლობაში

იმედი

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ

იმედი