
ორბანი: ჩვენს შორისაა პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერი ირაკლი კობახიძე. მისი ქვეყანა რუსული დათვის ხახაშია. ის ახერხებს, რომ დაიცვას სუვერენიტეტი. საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია
მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი შეფასებით, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია.
„მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერიმინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი ქვეყანა რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი შანტაჟის ფონზე, ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი. საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. მან სიტყვით გამოსვლისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.
იმედი
წყარო: imedinews.ge