
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მსოფლიო პატრიარქს: თქვენ აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში, ამ თქვენს ღვაწლსა და მონაწილეობას ქართული ეკლესია არასდროს დაივიწყებს
თქვენ აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში და რა თქმა უნდა, ამ თქვენს ღვაწლსა და მონაწილეობას ქართული ეკლესია არასდროს დაივიწყებს, - ასე მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მსოფლიო პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
„თქვენო ყოვლად უწმინდესობავ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი, ძლიერი და სულიერი სიტყვა და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი. თქვენ თქვენს სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში და რა თქმა უნდა, ამ თქვენს ღვაწლსა და მონაწილეობას ქართული ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“,- აღნიშნა მეუფე შიომ.
იმედი
წყარო: imedinews.ge