
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა.
გამოფენა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები როგორიცაა: წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა და სხვა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge