
მაკა ბოჭორიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს
მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს.
„ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი.
ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და ამით მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.
იმედი
წყარო: imedinews.ge