
თორნიკე ჭეიშვილი სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ორი თვეც არ არის გასული ე.წ. ალიანსის შექმნიდან და ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმებაც კი უჭირთ - ძალიან მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში არიან
სერიოზულად ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი რაიმე ალტერნატივას წარმოადგენენ, არ შეიძლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას.
ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და „ოპოზიციის ალიანსს“ პოლიტიკური პაროდია უწოდა.
„ორი თვეც არ არის გასული ე.წ. ალიანსის შექმნიდან და მათ უჭირთ ელემენტარულ საკითხებზეც შეთანხმება. ისინი არიან დასუსტებულები და ძალიან მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიციური ძალა არის ერთ დიდ პოლიტიკურ ჭაობში. ჭაობში მყოფი არსება რაც უფრო მეტ მოძრაობას გააკეთებს, მით უფრო დაჩქარდება მისი ჩაძირვა და სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს. რაც უფრო მეტად შეეცდებიან ისინი ისაუბრონ სამომავლო გეგმებზე, რაც უფრო მეტად ცდილობენ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეაყარონ თვალში ნაცარი, მით უფრო დიდ შეცდომებს უშვებენ და უფრო ავლენენ საკუთარ პოლიტიკური უუნარობას“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge