
ვატო შაქარიშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა
ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დღეს უკვე ეს არის სასიცოცხლო ამოცანა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასების ნაწილში, არამედ სამართლებრივადაც მოხდეს მათი საქმიანობის შეფასება.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა. დღეს ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. თუ ჩვენ გვინდა ეფექტიანად გავუმკლავდეთ საგარეო საფრთხეებს, ქვეყნის შიგნით გვჭირდება სტაბილურობა და თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა - აგენტურული ქსელის პოლიტიკიდან განკვეთა მოხდეს. სხვანაირად შეუძლებელია. ეს არ არის ჩვენი პროგნოზი და სუბიექტური შეფასება, ეს აჩვენა თუნდაც განვლილმა 13-მა წელიწადმა, რომელიც მოიცავდა კოჰაბიტაციას, შერიგების, ერთიანობის მცდელობას. ამ ყველაფრის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ 13 წელიწადია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, აგენტურული ქსელი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ აქვს სახელისუფლებო ბერკეტი, მაინც აგრძელებს, ახერხებს ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საზოგადოებას და შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, მართალია ეს დაგვიანებულია, მაგრამ დღეს უკვე ეს არის სასიცოცხლო ამოცანა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასების ნაწილში, არამედ სამართლებრივადაც მოხდეს მათი საქმიანობის შეფასება და მათი აკრძალვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი
იმედი
წყარო: imedinews.ge