მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი ეუთოს ფორუმზე: სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად შეფასდება ეუთოს მიერ
თორნიკე ჭეიშვილი ეუთოს ფორუმზე: სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად შეფასდება ეუთოს მიერ

იმედი|imedinews.ge

სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად შეფასდება ეუთოს მიერ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში ქართული მხარე წამოწევს ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხს, რომელიც ეუთოს წევრი სახელმწიფოებისთვის გამოწვევაა.

„რაც შეეხება უსაფრთხოების ფორუმს, ეს ნახევარწლიანი პერიოდი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერდეს და უფრო მეტად ინტენსიური გახდეს მსჯელობა, დისკუსია, დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ეუთოს ქცევის კოდექსის შესაბამისი დებულებების აღსრულებას, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებულ პრინციპებს და ამ პრინციპების ერთგულებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის მიმდინარე ომების ფონზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულება და ესეც იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც გამახვილდება ყურადღება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა.

საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფორმალურ დონეზე გავატაროთ თავმჯდომარეობის ეს პერიოდი, არამედ რეალური წინსვლა და შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. მაქვს იმედი იმის, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად იქნება შეფასებულიც და დაფასებულიც ეუთოს მიერ.

თუნდაც ეს მიმდინარე ომი უკრაინაში, დაძაბულობა სპარსეთის ყურეში სერიოზულ გამოწვევებს აჩენს. და დღეს, აი, ეს კეთილი ნება, რომელიც მათ შორის საქართველოდან მომდინარეობს უნდა იყოს სათანადოდ გაგებული და შესმენილი შესაბამისი სახელმწიფოების მხრიდან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი

ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში

ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში

იმედი

სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება

სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება

იმედი

POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს