
ვატო შაქარიშვილი: შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს - ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს
შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს. მათ ხელშია მედიები, „ენჯეოები“, ფინანსები და ათასგვარი სხვა ბერკეტი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.
„ნებისმიერი საერთაშორისო კრიზისის ფონზე თუ ახალი კონფლიქტების ფონზე ეს ძალები და ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი გადაედოს ქვეყანას. ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არ არის, ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული განცხადებები. უკრაინის ომის დაწყებიდან თუ 3-4 წელი გავიდა და ყურში გაჯდა მათი განცხადებები და რიტორიკა, ირონის ომი ავიღოთ. ამ აგენტურული ქსელის არაერთი წარმომადგენელი, ვის გასამართლებას და დასჯას ჩვენ ვითხოვთ, პირდაპირ მოუწოდებდნენ ირანს, რომ საქართველოს ტერიტორია დაებომბა, საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმა განეხორციელებინა. ჩვენ გვინდა რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს, ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი
იმედი
წყარო: imedinews.ge