
ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„ნებისმიერი ნაბიჯი საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო. ეს აჩვენა იმ საქმემ, რაც ამ ადამიანებს აქვს გაკეთებული თავიანთ სტრუქტურებში და არაერთი იყო ასეთი სტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი მათთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც კიდევ ერთხელ წარმატებული იქნება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.
იმედი
წყარო: imedinews.ge