მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება
გიორგი ვოლსკი: არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება

გიორგი ვოლსკი: არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ არეალი გახდეს მშვიდობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის.

„ატლანტიკურ საბჭოს მოვუსმინოთ, მსოფლიო ბანკს მოვუსმინოთ. მარტო მარტა კოსი და კაია კალასი ხომ არ არიან ვისაც რეალობა უნდა ვკითხოთ?! არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება. ეს არეალი უნდა გახდეს მშვიდობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის და აზიის უშველებელი რესურსები, თავის კასპიის რეგიონის რესურსებით დაუკავშირდეს ევროპულ ბაზრებს. მისასალმებელია. არსებობს გარკვეული სექტა, ვისაც ეს არ უხარია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აშშ-ი და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს. სტატიაში ნახსენებია რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან  შეხვედრა გამართა

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა

იმედი

თინათინ რუხაძე პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა

თინათინ რუხაძე პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა

იმედი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

იმედი

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იმედი