
გორდულაძე: გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში კი საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკული ღონისძიებების საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს
გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას.
„კანონი არ იქმნება იმისთვის, რომ რეპრესიული იყოს ან ვინმეს რაღაც პასუხი მოეთხოვოს. პირველ რიგში, რაც არის კანონის მთავარი მიზანი - ეს არის, რომ პრევენცია მოახდინოს, და რისი პრევენცია - გარკვეული დარღვევის. მაგალითად, შეიძლება თუ არა, 10 ადამიანი დადგეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხელები რომ ჩავკიდოთ ერთმანეთს და მაგალითად გზა გადავკეტოთ. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? ფიზიკურად ეს შეგვიძლია. მაგრამ ავიღოთ ერთი ქვეყნის მაგალითი მაინც, სადაც შესაძლებელია, რომ 300-რაღაც დღის განმავლობაში, შეიძლება 400-ზეც არიან ასულები უკვე, აღარ მახსოვს, თვითონ ითვლიან ხოლმე, ამ ბუღალტერიაში თვითონ არიან შესულები, უბრალოდ, ვიძალადოთ 50-100-მა ადამიანმა მილიონ ორასი ათასზე. ერთი ქვეყნის მაგალითი ამისი არსებობს? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მე რომ მინდა რაღაცის გაკეთება, მაინც და მაინც ისე უნდა გავაკეთო ნებისმიერი რამე, რომ სხვას პრობლემა შევუქმნა? თუ შემთხვევით ასე მუშაობს ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.
გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge