ირაკლი ქადაგიშვილი: გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა. სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება

ირაკლი ქადაგიშვილი: გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა. სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება

იმედი|imedinews.ge

გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებზე საუბრისას.

ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება.

„ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დამოუკიდებლობა ისეა მოწყობილი, რომ მათ თავიანთ ავტონომიურობასთან და დამოუკიდებლობასთან ერთად გარკვეული კოორდინაცია აქვთ მუდმივად ხელისუფლებასთან, მთავრობასთან. ბუნებრივია, რომ ეს ასეც არის. ამიტომ, გარკვეულწილად ამდენი გამოწვევის უკეთესად მართვისათვის და უკეთესი კოორდინაციისთვის, სწორედ საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა. სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე მას შემდეგ დაიკავებს, რაც პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს. პროექტის საპარლამენტო განხილვები დღეს იწყება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი სამშაბათიდან გეკა გელაძე უხელმძღვანელებს. კანდიდატურა კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე გავა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია