მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა

რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და აღნიშნეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.

მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.

მხარეებმა იმსჯელეს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების, მათ შორის, პოლონური კომპანიების ქართულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე და საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რობერტ ბაკი.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება

წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება

იმედი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

იმედი

თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ 2026 წელს მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს

თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ 2026 წელს მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს

იმედი

თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები

თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები

იმედი