კახაბერ ლაბუჩიძე: სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით მუშაობა ქვეყნის სიძლიერის დასტურია

კახაბერ ლაბუჩიძე: სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით მუშაობა ქვეყნის სიძლიერის დასტურია

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე პატრიარქის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზების მაღალ სტანდარტს აფასებს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტი, რომლითაც მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა - პატრიარქის გასვენების ცერემონიის ორგანიზება - უზრუნველყვეს. ასეთი მასშტაბის ღონისძიება მოითხოვდა უზადო კოორდინაციასა და თითოეული დეტალის მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმვას“, - აღნიშნა ლაბუჩიძემ. მისივე განცხადებით, პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილება არა მხოლოდ ეროვნული ტკივილი, არამედ უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა იყო, რასაც საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი. „სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით მუშაობა ქვეყნის სიძლიერის დასტურია“, – განაცხადა ლაბუჩიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია