მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

იმედი|imedinews.ge

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს - არა?,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს.

„დროის ნაკლებობა გამორიცხეთ. ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან „ჯანმრთელობა“ ან „კარგად იყავი“ რომ არ მიაძახონ. იმის დროს თუ პოულობენ, ახლა, მით უმეტეს, უნდა ეპოვათ. ეს იყო პასუხი იმ მილიონ-ნახევარი ადამიანისთვის, რომლებიც ქუჩაში თვალცრემლიანი იდგნენ და რომლებიც ვერ ეღირსნენ თუნდაც ფორმალურად, პრაგმატული მოსაზრების ან თუნდაც მოსატყუებლად მაინც, ერთი სამძიმრის სიტყვა გამოეგზავნათ. სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი? სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს – არა? იმ მილიონ-ნახევარს, რომელიც ქუჩაში იდგა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ვინც ვერ შეძლო, კიდევ მილიონობით სახლში იყო თვალცრემლიანი და პატრიარქს ტიროდა. სამ მილიონ-ნახევრიან ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. ეს არის მათი ფასეულობა და მიდგომა. ეს ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს. ამბობდნენ, ჩვენ ხელისუფლება არ მოგვწონს, თორემ ქართველი ხალხის მეგობრები ვართო, და მათ ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით? ქართველ ხალხს რატომ ემუქრებიან, თუ რაიმე უნდათ, პოლიტიკოსებთან, ჩვენთან გაარკვიონ, ჩვენ გვიპასუხონ და ჩვენ დაგვსაჯონ, ამას ავიტანთ. ქართველ ხალხს რომ ატყუებენ, თქვენი მეგობრები ვართო და თან სანქციებით ემუქრებიან, ეს თვალთმქაცობაა და ეს თავად დაადასტურეს, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა

იმედი

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება დაამტკიცა, ხოლო პრემიერმა არ გამორიცხა ელექტროენერგიის გეგმიური გამორთვების შესაძლებლობა

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება დაამტკიცა, ხოლო პრემიერმა არ გამორიცხა ელექტროენერგიის გეგმიური გამორთვების შესაძლებლობა

იმედი

მამა გიორგი ზვიადაძე: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა ილია II-ს სახელს და ეს არის არა მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის, არამედ ერისთვისაც უმნიშვნელოვანესი დღე

მამა გიორგი ზვიადაძე: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა ილია II-ს სახელს და ეს არის არა მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის, არამედ ერისთვისაც უმნიშვნელოვანესი დღე

იმედი

ნინო წილოსანი: უცხოელი პოლიტიკოსების დუმილი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მათთვის არაფერს წარმოადგენს ჩვენი სულიერება, არაფერს წარმოადგენს ჩვენი ფასეულობა და ღირებულება. მათთვის მხოლოდ ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ერი გახლიჩოს