ნინო წილოსანი: ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი

ნინო წილოსანი: ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი

იმედი|imedinews.ge

ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, „ამ დღეებმა დაგვანახა, რომ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო ადამიანი, რომელმაც მოახდინა სასწაული და განადგურების პირას მყოფი ქართული დედა ეკლესია აღადგინა, გააძლიერა“.

„მან ასევე თავისი გარდაცვალებით მთელი ქართველი ერი შეკრა ერთ მუშტად და მთელ მსოფლიოს გაუგზავნა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა არის უფლის რჩეული და საქართველო არასდროს გადაუხვევს ჩვენს რწმენას, იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ 1700 წლის წინ.

ამ დღეებმა დაგვანახა, რომ საქართველოში არ არსებობს რელიგიური, ეთნიკური დაპირისპირება და რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წლების მანძილზე „ენჯეოების“ მიერ გამოგონილი ტყუილი იყო, რასაც კარგად აფინანსებდნენ, კვებავდნენ. ამ დღეების მანძილზე ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები თავისი რელიგიური განსხვავებულობის თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ჩვენთან ერთად, ქრისტიანებთან ერთად იდგნენ და გლოვობდნენ იმ დიდ ტკივილს. ჩვენი თანამოზიარენი იყვნენ ამ ყველაფრის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია