
რატი იონათამიშვილი: მრავალი წელია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს. ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებს და მექანიზმებს
იმედი|imedinews.ge
მრავალი წელია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის თქმით, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებს და მექანიზმებს.
„საბოლოო ჯამში ეს მათ სულიერ დაცემულობას მიუთითებს. მეორე მხრივ, ზუსტად იმიტომ, რომ ქართულ ეკლესიას ვერ პატიობენ ისინი ქართული სახელმწიფოს და ქართული იდენტობის გვერდში დგომას, ერთგულებას, ეს არის მთავარი მიზეზიც, მიზანიც რატომ ესხმიან ასე კოორდინირებულად ქართულ ეკლესიას“, - აღნიშნა მან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge