
რატი იონათამიშვილი: მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო
სასამართლოს გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიას პატიმრობასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების თემაა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ყველა, ვინც ხოშტარიას უდანაშაულობაზე მიუთითებს, ძალადობის მხარეს დგას.
„ხოშტარია არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანი და ამ ყველაფერში გამორჩეული ადგილი უჭირავს ძალადობის წახალისებას და პირდაპირ შეტევას სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დემოკრატიის მიმართ. ახლა, როდესაც მისი დამქაშები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გააარაფრონ, სინამდვილეში გამოდის, რომ ეს ადამიანები დგანან ძალადობისა და სიძულვილის მხარეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის გამოაქვს სამართლიანი და ობიექტური დასკვნები და ვხედავთ, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge