ნინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ

იმედი|imedinews.ge

დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, „ყოველ შემთხვევაში, ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ“.

„ახლა დანიის პოლიტიკური სპექტრი დიდი არჩევანის წინაშეა. მათ მოუწევთ, რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ შეკრან კოალიცია იმისთვის, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - აღნიშნა მან.

დანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. დათვლილია ხმათა 100 პროცენტი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და მისმა „წითელმა ბლოკმა" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია