
გიორგი ვოლსკი: ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ირყევა ქვეყანა, არის სწორ პოზიციაზე მდგარი ქართული ეკლესია
ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ირყევა ეს ქვეყანა, არის ის, რომ არსებობს სწორ პოზიციაზე მდგარი ქართული ეკლესია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და რეზოლუციებს გამოეხმაურა.
„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ახალგაზრდებს, ასიათასობით ახალგაზრდის მიერ დაღვრილმა ცრემლმა [ პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდებზე] უპასუხა უგვანო შეტევას, რომელსაც ეკლესიის მიმართ ახორციელებდნენ და ახორციელებენ. ამ ყველაფერს ასევე უპასუხა იმ 50 ათასმა ნათლულმა, რომელიც ყვავილებით ხელში მივიდა და გამოიტირა პატრიარქი. მცდელობა, რომ წარმოჩენილიყო ქართველი ერი რაღაც კერპთაყვანისმცემლად, რაზეც გააკეთეს განცხადებები, მაგრამ ამ რაოდენობის ადამიანის სამძიმარზე მისვლას არ ელოდებოდნენ. ამ ყველაფერმა საკმაოდ სერიოზულად შეარყია რევოლუციური სცენარის ის მიმართულება, რომელიც ითვალისწინებდა ქართულ ეკლესიაზე შეტევას.
საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი ერთგულება, პატრიოტიზმი ეს არის ის თემები, რომლებიც ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ დღესაც, როდესაც საქართველოს ეს უბედურება დაატყდა, ეს გამოჩნდა საკმაოდ აშკარად და მკაფიო კონტურებით. ამ რეალობამ მოგონილი ნარატივი დაამარცხა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge