ლადო სადღობელაშვილი: ვხედავთ მღელვარებას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის ირგვლივ არის დატრიალებული, მაგრამ ავტორები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატრიარქს სხვადასხვა ცუდი ეპითეტით ამკობდნენ

ლადო სადღობელაშვილი: ვხედავთ მღელვარებას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის ირგვლივ არის დატრიალებული, მაგრამ ავტორები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატრიარქს სხვადასხვა ცუდი ეპითეტით ამკობდნენ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვხედავთ მღელვარებას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის ირგვლივ არის დატრიალებული, მაგრამ ამ მღელვარების ავტორები გახლავთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატრიარქს სხვადასხვა ცუდი ეპითეტით ამკობდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ მათ აქვთ ქარიშხლის გამომწვევი დროშა ხელში ატაცებული და ცდილობენ აურიონ ყველაზე დალაგებულ სივრცეში მდგომარეობა.

„რატომღაც, მეუფე შიოა მიზანში ამოღებული, თუმცა მოდით პირდაპირ ვთქვათ, არ შეიძლება უგულებელვყოთ მეუფე შიოს თუნდაც შვიდწლიანი მარჯვენა ხელობა, რომლითაც მას პატრიარქმა მისცა ძალა და დავალება, რომ ყოფილიყო პატრიარქის ნებისა და ხმის გამვრცელებელი საზოგადოებაში. დიახ, მეუფე შიოა დღეს ყველაზე პოპულარული მეუფე და სწორედ, პირადად მე, მეუფე შიო მესახება როგორც პატრიარქის გზის ყველაზე კარგი გამგრძელებელი, რამეთუ პირადად პატრიარქმა მისცა მას ამის კურთხევა.

ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც წლების განმავლობაში საშინელი სიტყვებით ილანძღებოდნენ პატრიარქის მიმართ, დღეს კიდევ იმას იმეორებენ, რომ თურმე სხვა ქვეყნით იყო ნაკარნახევი შიოს დანიშვნა მოსაყდრედ და ამ რიტორიკას აგრძელებენ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია