
შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის
მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია წმინდა სინოდს ჰქონდეს საშუალება, თავად გამოარჩიოს ღირსეული კანდიდატი.
„მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ერთადერთი, რომ კარგად დავაკვირდეთ, კიდევ კარგად დაგვანახებენ სახეს შინა თუ გარე „კეთილისმსურველები“, როგორ შეეცდებიან, რომ ჩაერიონ ამ პროცესში.
კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია წმინდა სინოდს ჰქონდეს საშუალება თავად გამოარჩიოს ღირსეული კანდიდატი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებითვე, „ვხედავთ ჩვენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მედია პირდაპირ უძღვნის უკვე სტატიებს თუ სიუჟეტებს ამ ფაქტს, ვინ იქნება, ვინ არ იქნება და ა.შ“.
„პარტიული მედია ამაში ჩართულია. ვხედავთ კვლავ, მათ შორის თავდასხმას სხვადასხვა იერარქიის წარმომადგენლებზე, მოსაყდრეზე ვხედავთ განსაკუთრებით თავდასხმას. ჩემი სურვილი იქნება და მოვუწოდებ ყველას, რომ ყველანაირად თავი შეიკავონ ამ პროცესებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით და შესაბამისი პასუხები გაეცემა, თუკი ვიგრძნობთ ჩვენ გარე ჩარევას ამ პროცესებში. სწორედ გარე ჩარევაა, როდესაც უცხოური დაფინანსებული მედია ცდილობს სხვადასხვა მადისკრედიტირებელი კამპანიების წარმოებას“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge