შალვა პაპუაშვილი: მთავარი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს, არის საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირება - არანაირ პროევროპულობებზე, ანტიჩინურობაზე და ანტიდასავლურობაზე. ქართული და ანტიქართული - ეს არის მთავარი საზომი ჩვენი საზოგადოებისთვის

იმედი|imedinews.ge

მთავარი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს, არის საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირება - არანაირ პროევროპულობებზე, ანტიჩინურობაზე და ანტიდასავლურობაზე. ქართული და ანტიქართული - ეს არის მთავარი საზომი ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ნებისმიერი საერთაშორისო წესრიგის ცვლილება მტკივნეული პროცესია. ამაშია სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნე, რომ ყველა ეს კატაკლიზმი როგორღაც გამოვიარეთ. რახან გამოვიარეთ, ეს გამოცდილება არის ჩვენში როგორც ერში, როგორც სახელმწიფოებრიობის მქონე წარმონაქმნში და დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება გაგვატარებს საბოლოო ჯამში. მთავარი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს, არის საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირება - არანაირ პროევროპულობებზე, ანტიჩინურობაზე და ანტიდასავლურობაზე. ქართული და ანტიქართული - ეს არის მთავარი საზომი ჩვენი საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია