მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს ბევრს არ აწყობს, ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს ბევრს არ აწყობს, ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება

იმედი|imedinews.ge

კონკრეტული ჯგუფების მცდელობას - ეკლესიის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინათ, პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება იმ მოვლენებზე, რომელიც წლებია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და რომელიც მათივე თქმით, გარედან არის მართული.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, გარე ძალები ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან.

„მიზანი აქვს ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს თვალნათლივ ვიხილეთ, ეს მონაყოლი ხომ არ არის?! ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ ამ დღეებში, რა მოხდა. როგორი ერთგულები აღმოჩნდნენ საქართველოში მისი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელი. რა თქმა უნდა, ეს ბევრს არ აწყობს, არ აწყობთ მათ, ვისაც არ უნდა, რომ რაიმე ავტორიტეტი არსებობდეს საქართველოში შეუბღალავი და შეულახავი. აგრძელებენ ამას, რასაც აკეთებდნენ პატრიარქის სიცოცხლეშიც, პატრიარქი რომ ავად იყო, ბოლო დღეებში - მაშინაც. რომ გარდაიცვალა და ჯერ მიწისთვის არ გვყავდა მიბარებული, მაშინაც კი კადრულობდნენ ამას ყველაფერს, ახლაც აგრძელებენ. ასე რომ ახალი არაფერი ხდება. ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს

იმედი

გიორგი კობერიძე: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარება პრიორიტეტად რჩება

გიორგი კობერიძე: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარება პრიორიტეტად რჩება

იმედი

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი