მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა
შალვა პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

იმედი|imedinews.ge

ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა არახალია და გარე ძალები წლებია ცდილობენ მისი რეიტინგის განადგურებას.

„ამას ვაკვირდებით ჩვენ ბოლო 22 წელია, ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ცხადი მიზანი, ეს არის იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში. იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს სულიერ საყრდენს ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.

რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია, ზოგიერთი ლიდერი ცდილობენ ევროკავშირი რაღაც ფსევდო რელიგიად აქციონ. ბევრ ნიშან-თვისებას ვხედავთ უკვე ფსევდო რელიგიურს მათში, როდესაც საუბრობენ ფასეულობებზე და ღირებულებებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის ბიუროკრატიის მხარდაჭერილი რადიკალების ქმედებები ზუსტად გამოხატავს იმ მიზნებს, რომელიც ბრიუსელს აქვს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ ფინანსდებოდა საზღვარგარეთიდან ის ხალხი, ვინც ახდენდა ეკლესიის დისკრედიტაციას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დაფინანსება მიიღო ყველაზე ბოლოს „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული - გიორგი კანდელაკის საკითხი გახსოვთ სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთიდან მიიღეს დაფინანსება. ევროკავშირის დაფინანსება ჰქონდა ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრს“, რომელსაც თან უწოდებენ სახალხო დამცველთან არსებულს, რაც არის ჩვეულებრივი აფერისტობა. არანაირი კავშირი სახალხო დამცველთან მათ არ აქვთ. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებულები იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქის დისკრედიტაციით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობისა და ამ მიმართულებით დახარჯული მილიონებისა, გარე ძალებმა საკუთარი თვალით ნახეს ქართული საზოგადოების პასუხი, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს პატრიარქი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეკლა თიკანაშვლი: მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში

თეკლა თიკანაშვლი: მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში

იმედი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩენგდუში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩენგდუში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა

იმედი

ლიპარტელიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფორმატზე: გავცვლით აზრებს, მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდების  თხოვნები, იდეები, გავითვალისწინოთ - შეხვედრაზე დასწრებას QR კოდით შეძლებენ,  ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა

ვარლამ ლიპარტელიანი: ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას - მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაციაა, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული