ზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმაზე მალე მოხდება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განახლება და აღდგენა, ვიდრე ამის მოლოდინი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს

ზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმაზე მალე მოხდება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განახლება და აღდგენა, ვიდრე ამის მოლოდინი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს

იმედი|imedinews.ge

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის საქართველოში სამუშაო ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განახლება და აღდგენა იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ამის მოლოდინი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს.

„თითოეული ასეთი ვიზიტი არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენისკენ, რომელიც იყო ათეულობით წლების განმავლობაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ ურთიერთობები გაფუჭდა, ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის დამსახურება და ეს იყო აშშ-ის წინა ადმინისტრაცია. თავისთავად, იმ დროს, როდესაც საქართველოს ურთიერთოების გაუარესებაში წვლილი არ მიუძღვის, ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობა რაც შეიძლება, მალე აღდგეს.

ვხედავთ, რომ მსგავსი ვიზიტების დინამიკა იმატებს როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული და არაერთხელ მითქვამს, რომ იმაზე მალე მოხდება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განახლება და აღდგენა, ვიდრე ამის მოლოდინი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია