ზვიად შალამბერიძე: ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვის ანაღვლებდა ქართველი ხალხის ბედი და ვის - არა - ევროკავშირის არცერთ ლიდერს სამძიმარი არ გამოუხატავს

ზვიად შალამბერიძე: ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვის ანაღვლებდა ქართველი ხალხის ბედი და ვის - არა - ევროკავშირის არცერთ ლიდერს სამძიმარი არ გამოუხატავს

იმედი|imedinews.ge

ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვის ანაღვლებდა ქართველი ხალხის ბედი და ვის - არა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.

„მილიონნახევარ ადამიანზე მეტმა მოასწრო სამებაში გლოვის დღეებში მისულიყო, ახალ კი სიონში არ წყდება ჩვენი მოქალაქეების ნაკადი, რათა ჩვენს პატრიარქს პატივი მიაგონ. ვნახეთ, რომ ევროკავშირის არცერთ ლიდერს სამძიმარი არ გამოუხატავს. ამ სიას ასევე დავამატებ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს კიდევ გამოდიან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და იძახიან, რომ თურმე ქართველი ხალხის ბედი ადარდებთ. მათ არ იციან, რამხელა შეცდომა დაუშვეს და ქართველი საზოგადოება მათ სწორ ადგილს მიუჩენს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია