მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი
დავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი

იმედი|imedinews.ge

რადიკალების მიერ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ქართველების ქრისტიანობისგან ჩამოშორება, შესაბამისად, ამას ვერც გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია შეძლებს.

„ამ ადამიანებში [რადიკალებში] ბრიუსელის მიერ რომ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ცხადია იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული ზოგადად რას ნიშნავს დედა ეკლესია, ვინ არის პატრიარქი, რა არის სარწმუნოება და ღმერთი. როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?

თუმცა, ჩვენთვის, უმრავლესობისთვის, სულ ორი-სამი დეტალიც საკმარისი იყო, როდესაც 2017 წლის გიორგობის წირვაზე, 23 ნოემბერს, პატრიარქმა იქადაგა და ხმამაღლა თქვა, რომ სწორედ წმინდა გიორგის შთაგონებით მიიღო გადაწყვეტილება მეუფე შიო მუჯირის შესახებ.

როგორ გინდათ, მორწმუნე ადამიანის, საპატრიარქოს მრევლის პოზიციიდან, შევიდეთ რაიმე დისკუსიაში იმ ძალებთან, პატარა „ჭინკებთან“ და მათ უკან მდგომ სერიოზულ სისტემასთან, რომელთაც არ ესმით, რომ უფალს, ღვთისმშობელსა და დედა ეკლესიას ამ ქვეყანაში ვერ დაამარცხებენ.

ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ეს იმპერიები ისტორიულ არქივებშია გადაბარებული, ხოლო მეთერთმეტე — გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია — ცდილობს, რომ რატომღაც თავისას მიაღწიოს,” — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს

ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს

იმედი

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

იმედი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

იმედი

რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება

რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება

იმედი