
გიორგი კახიანი რადიკალებზე: მათი მიზანია, ის ღირებულებები, რასაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება და რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში, ჩანაცვლდეს ფსევდო ლიბერლური ღირებულებებით
მათი მიზანია, ის ღირებულებები, რასაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება და რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში, ეს ღირეებულებები ჩანაცვლდეს ფსევდო ლიბერლური ღირებულებებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, თუ რა ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი საზოგადოება - რით ცხოვრობს, არსებობს. კახიანის განცხადებით, აღნიშნულის ფონზე უფრო გამოჩნდა, თუ როგორი ბრძოლა მიმდინარეობდა მანამდე ეკლესიის, საპატრიარქოს წინააღმდეგ, იყო თავდასხმები, მათ შორის - პატრიარქზეც.
„ჩვენ ვხედავდით, ქვეყნის გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას და ამას კონკრეტული მიზანი ჰქონდა, აქვს და ეს მიზანია, ის ღირებულებები, რასაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება და რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში, ჩანაცვლდეს ფსევდო ლიბერლური ღირებულებებით, რომელსაც ცდილობენ, რომ ქვეყნის გარედან თავს მოგვახვიონ. რა თქმა უნდა, ამაში შიდა აქტორებიც არიან ჩართული. ყველაფერ ამის უკან დგას ის ძალა, რომელიც სწორედ ამას ცდილობს - ამ ფორმით ზოგადად, ჩვენ საზოგადოებაზე, ქვეყანაზე გავლენის მოხდენას“, - განაცხადა კახიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge