გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ

გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ

იმედი|imedinews.ge

ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ ისინი, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ ლანძღავენ პატრიარქის მოსაყდრეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

კახიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალები ახალი პატრიარქის არჩევის თემით მანიპულირებას ცდილობენ.

„პატრიარქი ახალი დაკრძალული იყო და ასეთ დღეებშიც კი ცდილობდნენ ასეთი თემებით მანიპულირებას, აი, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე. ახალი პატრიარქის არჩევის თემით ცდილობენ მანიპულირებას, პოლიტიკურ პროცესებში ამ ყველაფრის გადაყვანას და ეს მიზნად ისახავს ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანას. გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ახალი პატრიარქის არჩევას, წმინდა სიონის მიერ არის მისაღები“, - აღნიშნა კახიანმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია