გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.

გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.

იმედი|imedinews.ge

სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ. - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

კახიანის თქმით, რადიკალებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ დემოკრატიული პროცესებით ისინი ვერასდროს შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას.

„სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ. მერამდენე წრეზე აპირებენ ისინი წასვლას, ან მერამდენედ ვისმენთ მათი მხრიდან ასეთ პოზიციებს, დამოკიდებულებას. შეიძლება არც ღირდეს ამ თემაზე სერიოზულად ჩაღრმავება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ბოლო მცდელობა შეკრებების თუ როგორ დაასრულეს, ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე როდესაც საუბრობენ, ეს კარგად ვნახეთ - თუ როგორი მხარდაჭერილი იყო ეს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ სახეს წარმოაჩენენ ისინი. ასეთი განცხადებებით მათი პოლიტიკური სახე წარმოჩინდება. კერძოდ, ის რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, დემოკრატიული პროცესებით ვერასდროს შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას. კანონმდებლობით რაც არის გათვალისწინებული, მათ ვერასდროს ექნებათ ისეთი შედეგი, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია