
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი ტრამპი ირანში ოპერაციის კიდევ გარკვეული დროით გაგრძელებას აპირებს, რათა გარანტია გვქონდეს, რომ ირანიდან წამოსვლის შემდეგ უკან მიბრუნება არ დაგვჭირდება
ჯეი დი ვენსი ირანიდან მალე გასვლას აანონსებს და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დასახული მიზნების უმეტესობა უკვე შეასრულა.
ბენი ჯონსონის პოდკასტში, შტატების ვიცე-პრეზიდენტს კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ოპერაცია კიდევ ცოტა ხნით, იმაში დასარწმუნებლად გაგრძელდება, რომ ამერიკულ ძალებს ირანში დაბრუნება არ მოუწევთ.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვენ დასახული მიზნების უმეტესობა შევასრულეთ, მაგრამ პრეზიდენტი ოპერაციის კიდევ გარკვეული დროით გაგრძელებას აპირებს, რათა გარანტია გვქონდეს, რომ ირანიდან წამოსვლის შემდეგ უკან მიბრუნება არ დაგვჭირდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანი კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს, ისინი ისევ ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას. ჩვენ მათი ძალიან დიდი ხნით განეიტრალება გვინდა. მართალია ბენზინის ღირებულება გაძვირდა, მაგრამ ეს დროებითი რეაქციაა. ჩვენ მალე წავალთ ირანიდან და ფასებიც დარეგულირდება“,- აღნიშნა ვენსმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge