ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ

ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავისი კოლეგის მიწვევით [აშშ-ში] შემდეგ ბატონი სამხარაძე იმყოფებოდა და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა თეთრს სახლში; ბატონი რუბიოსა და ვენსის გზავნილები, რომელიც მათ გააჟღერეს ქალბატონ ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დროს და ახლა სატელეფონო საუბარი ბატონ პრემიერთან - ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია