
მარიამ ლაშხი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი პარტნიორობის განახლების კიდევ ერთი დამადასტურებელი სიგნალია
სატელეფონო საუბარი პარტნიორობის განახლების კიდევ ერთი დამადასტურებელი სიგნალია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რითაც, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მარკო რუბიოს კომუნიკაცია საქართველოს პრემიერთან ადასტურებს, რომ ვაშინგტონშიც არსებობს მზაობა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გადაიხედოს.
„საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ყოფილიყო ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც არის დაფუძნებული შედეგებზე. ჩვენ ამის მზადყოფნას ყოველთვის ვაფიქსირებდით და ეს სატელეფონო საუბარი არის სიგნალი ამერიკის მზაობისა“, - აღნიშნა ლაშხმა.
შშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.
იმედი
წყარო: imedinews.ge