ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას - მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა - პრემიერის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება

ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას - მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა - პრემიერის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება

იმედი|imedinews.ge

თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.

„პოლიტიკაში არსებობს მოვლენები, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, თუმცა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაინც ცდილობს, ოღონდ ისეთი პრიმიტიული მეთოდებით, რომ მხოლოდ საკუთარ მარგინალიზაციას უსვამენ ხაზს. სანამ ისინი პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ამერიკულ ვიზიტს ქილიკით ხვდებოდნენ, ვაშინგტონში სრულიად სხვა რეალობა დაიწერა. ბიძინა ივანიშვილის გონივრული პოლიტიკის შედეგად დამდგარი რეალობა, სადაც საქართველო აღარ არის „პატარა ძმა“, რომელიც მუდმივად დავალებებს ელოდება, არამედ არის ღირსეული პარტნიორი, რომელსაც უსმენენ.

თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ. ვისაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სიმბოლიზმია, მათთვის კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. ეს არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.

ლოგიკა მარტივია: ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ „დასავლეთი დაგვივიწყებს“ - პირიქით, ვაშინგტონიდან უპრეცედენტო ყურადღება გვაქვს. გვეუბნებოდნენ, რომ „იზოლაციაში ვართ“, პირიქით, ჩვენი ლიდერები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფიგურებთან პირდაპირ ხაზზე არიან. ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. ჯალათებს და მათ დამფინანსებლებს ევროპიდან აშინებთ რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყეს არა „ენჯეოების“ კარნახით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მათ აშინებთ, რომ მათი მთავარი იარაღი - „დასავლეთთან დაპირისპირების“ მითი, თვალწინ ეფშვნებათ. სიმართლე ისაა, რომ საქართველო ახალ ფურცელს შლის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს გზა, სადაც ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა ეფუძნება არა მორჩილებას, არამედ საერთო ინტერესებსა და ორმხრივ პატივისცემას.

ვიზიტები ლაგდება, კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება და ამას ვერავითარი ღალატი და დეზინფორმაცია ვერ შეაჩერებს!“, - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია