მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

იმედი|imedinews.ge

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დადგა საკითხი, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, რომ მოინახულონ სასაფლაოები.

მისი თქმით, მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები განიხილეს. ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

„საუბარი შეეხო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებას. ამ კუთხით სამწუხაროდ არსებითი ძვრები არ არის. განვიხილეთ ასევე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში. ჩვენს მიერ დასმული იქნა თამარ მეარაყიშვილის საკითხი, რომელსაც სურს საკუთარ სახლში დაბრუნება. მათ თავი აარიდეს ამ საკითხის განხილვას და დააფიქსირეს ნეგატიური პოზიცია. დადგა საკითხი, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, რომ მოინახულონ სასაფლაოები. ამ კუთხით მივიღეთ პასუხი, რომ განიხილება შესაძლებლობა, რომ აღდგომის დღეებში რამდენიმე დღით მოხდეს მათი გახსნა“, - აღნიშნა ანთაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი