ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.

მისი თქმით, რომ არა ქვეყნის წინააღმდეგ გაწყობილი ძალების ყალბი პროტესტი, ქვეყნის ეკონომიკას ბევრად მაღალი ზრდა ექნებოდა.

„რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.. ეს 8.8% შეიძლება ყოფილიყო 10-12-15 %, იმის ხარჯზე, რომ უფრო მეტი ინვესტიციის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა ქვეყანას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია