თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

„ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა უწმინდესისა და უნეტარესისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი და ამის გათვალისწინებით ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე მიაყენონ რეპუტაციული ზიანი დედაეკლესიას“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია