მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია

იმედი|imedinews.ge

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, -განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალები შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას.

„უსამშობლოთა გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს აანონსებს აქციას. რაზე დაფუძნებულ აქციას აანონსებს, ვინ აანონსებს, როგორი პოლიტიკური წარსულის საზოგადოება აანონსებს? ამ ყველაფერს ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხი ხომ უყურებს ამ ყველაფერს. ალბათ მიიღეს დავალება მათი პატრონებისგან. ასევე, აკვირდებიან თუ რა რესურსი აქვთ. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ მათი რესურსი, როგორც კი საკანონმდებლო სივრცით და შემდეგ აღსრულებით შემცირდა ასობით მილიონი დოლარის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ ხმარდებოდა იმ დესტრუქციას და ექსტრემიზმს, რომელსაც ვხედავდით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. ვნახეთ, როგორ გამოეცალათ ყველანაირი ფუნდამენტი. ფუნდამენტი, რომელიც იდგა სამშობლოს ღალატზე და სამშობლოს გაყიდვაზე და დახელფასებულ პარტაქტივზე.

მოლოდინი გვაქვს ერთადერთი ამ ექსტრემისტებისგან - ექსტრემიზმი. მაქსიმალურად სიტუაციების დაძაბვა, მაქსიმალურად პროვოკაციების მოწყობა, როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებდნენ. განულებულები არიან პოლიტიკურად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით, აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ

იმედი

ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

იმედი

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

იმედი