
პრემიერი: იყო შემთხვევები, გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ, გამოიყვანეს მოქალაქეები, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ის ჰესი აშენდა, ეს მოქალაქეები ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში
იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირდაპირ ფაქტები არსებობს - გამოიყვანეს მოქალაქეები და მერე ის ჰესი აშენდა.
„ის ჰესი რომ აშენდა, იმის უკან რა იდგა, ამაზე ვსაუბრობ. მოქალაქეები გამოვიდნენ, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ჰესი აშენდა. გამოდის, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა ეს მოქალაქეები, რადგან რაც გააპროტესტეს, ის მოხდა. რის სანაცვლოდ შეიყვანეს მოქალაქეები შეცდომაში იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამაზე ვსაუბრობ. ჩვენი ინფორმაციით, რასაც გამოძიება დაადგენს, ეს იყო პირდაპირ შანტაჟი, ფულით შანტაჟი, წილებში ჩასმა და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge