
მერაბ ქართველიშვილი: უნდა დავსვათ კითხვები ალტერნატივებთან დაკავშირებით. ხომ არ სჯობს, რომ არსებულ ჰესებს მოდერნიზება გავუკეთოთ და ახალი ხეობები არ აღმოჩნდეს ახალი დარტყმის ქვეშ
უნდა დავსვათ კითხვები ალტერნატივებთან დაკავშირებით. ხომ არ სჯობს, რომ არსებულ ჰესებს მოდერნიზება გავუკეთოთ და ახალი ხეობები არ აღმოჩნდეს ახალი დარტყმის ქვეშ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა მერაბ ქართველიშვილმა.
„როდესაც კითხვაა, უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები, პასუხი ბევრად კომპლექსურია. როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე, ცხადია, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავსვათ კითხვები, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები უნდა ავითვისოთ თუ არა. თუ ავითვისებთ, როგორ უნდა ავითვისოთ. უნდა დავსვათ კითხვები ალტერნატივებთან დაკავშირებით. ხომ არ სჯობს, რომ არსებულ ჰესებს მოდერნიზება გავუკეთოთ და ახალი ხეობები არ აღმოჩნდეს ახალი დარტყმის ქვეშ“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge