
ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და, ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.
„ბევრი რამ შეიცვალა ამ დარგის მართვის მიმართულებით, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში სერიოზული რეფორმები გატარდა და განსხვავებული მიდგომებით მუშაობს დღეს სამინისტრო. შესაბამისად, გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადი გეგმის დამუშავების შემთხვევაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge